четверг, 24 июля 2014 г.

ტრენინგის შეჯამება

 საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგები განსაკუთრებით მომწონს .   მითუმეტეს როცა ამ ტრენინგს ქალბატონი ქეთევან ცერაძე ატარებს . ეს გარანტიაამაქსიმალური ცოდნის და პრაქტუკული უნარ - ჩვევების შეძენისა .
    ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთსაფუძვლიანად .
    ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება ,  სურათის ჩასმა ბლოგში .  საჭირო რესურსებისმოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები . საგნის სტანდარტისგათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძოკითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა .
    ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე . პროექტის გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია  და გადავიტანე ბლოგზე .
      განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავიეთიკური და სამართლებრივი ნორმები , რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურისშაბლონის შევსება .
   ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი . ამიტომ ვისწავლეთკომენტარების დადება ბლოგზე . რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგისსათაურის რედაქტირება , ბლოგის წაშლა - აღდგენა .   ყველაფერი წარმატებით ავითვისეთჩვენი ტრენერის წყალობით .
    შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში , ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათიგაკეთება . ვისწავლე ბლოგის გაჯეტი - საათის ჩასმა . 
     ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე , რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვსყოველთვის ჩემგან , მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა . გავიაზრეთფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის . მნიშვნელოვანია ,დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი . ავაწყვეთ მოსწავლისათვისმისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint- ში .
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე . შევისწავლეთ სიის გაჯეტისდამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა , ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა .    ბლოგშიგვერდების დამატება - შექმნა , დასათაურება და შენახვა . ასევე კორექტირება და წაშლა .
 ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო . 
  უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო გაწეული შრომისათვის და უდიდეს წარმატება   ვუსურვო

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი მნიშვნელოვან მასალას,   გაჯეტებისადგილი და ჩასმა ბლოგებში.
  
შემდეგი საკითხი იყო   ბლოგში გვერდების ჩამატება,რედაქტირება,წაშლა.
   
ვიმუშავეთ პიკასა ალბომზე,ავტვირთეთ სურათები,გადავიტანეთ ბლოგის   გაჯეტებში.
 
ტრენინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტების პრეზენტაციაიყო.
  
ბოლოს,შევაჯამეთ ტრენინგი და დავწერეთ რეფლექსია.

вторник, 22 июля 2014 г.

ტრნინგის მერვე დღე

      ძალიან დატვირთული დღე იყო, დღე დავიწყეთ გამეორებით,  ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე, ამ მიზნისთვის გამოვიყენეთ პრეზენტაცია, გადავხედეთ საქაღალდეს ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე.
     ვისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და დავამატეთ გაჯეტები.
     კიდევ ერთხელ დავათვალიერე ჩემი ბლოგი.

понедельник, 21 июля 2014 г.

ტრენინგის მე-7 დღე

       განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია,    ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,  სსსმ  მოსწავლეებთან   დიფერენცირებულ სწავლებაზე, გავეცანით  გარდნერის თეორიის   მიხედვით ფსიქოლოგის პრეზენტაციას.
      დავწერეთ მე-7 დღის  რეფლექსია.

воскресенье, 20 июля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

      გამეორება
        გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
       კომენტარები ბლოგზე
       მოსწავლის ნიმუში, ბლოგზე მუშაობა
       გაჯეტები, სურათი, გამოკითხვა,  HTLM

          მოსწავლის ნიმუშ-პროექტის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რადგან ეს გვიადვილებს მოსწავლეს მივცეთ სწორი მიმართულება პროექტზე მუშაობის პროცესში.
      კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ბლოგი, გავიხსენეთ შესწავლილი მასალა და გავიმყარეთ ცოდნა. სიახლე იყო ჩემთვის გაჯეტების გაკეთება და ბლოგზე განთავსება.
      დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს!

ტრენინგის მე-6 დღე

          ტრენინგის მეექვსე  დღე დავიწყეთწინა მასალის გამეორებით, შემდეგ დავათვალიერეთ და გავეცანით შეფასებებს. დავწერეთ პროექტის შეფასების რუბრიკები, ამის შემდგომ გავიხსენეთ power-power-point-ში მუშაობა.
         ვისწავლეთ დიაგრამის ჩასმა პრეზენტაციაში. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, რომელიც შემდგომში დაგვეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში. გადავხედეთ გეგმებს, ბოლოს დავწერეთ რეფლექსია.

пятница, 18 июля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

 1. მასალის გამეორება
შეფასების სხვადასხვა მეთოდები
დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა
პორტფოლიოს პრეზენტაცია
პორტფოლიოს პრეზენტაციის ატვირთვა და ბლოგზე გადატანა.

ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით. ტრენერმა გაგვაცნო შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. პროექტის მიმდინარეობის გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმის შედგენას . power point-ით გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია ბლოგზე. გავაკეთეთ რეფლექსია.