საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი ტრენინგები განსაკუთრებით მომწონს . მითუმეტეს როცა ამ ტრენინგს ქალბატონი ქეთევან ცერაძე ატარებს . ეს გარანტიაამაქსიმალური ცოდნის და პრაქტუკული უნარ - ჩვევების შეძენისა .
ამ ტრენინგმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს იმდენი საინტერესო საკითხი შევისწავლეთსაფუძვლიანად .
ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება , სურათის ჩასმა ბლოგში . საჭირო რესურსებისმოძიებისა და გამოყენების სწრაფი და ეფექტური გზები . საგნის სტანდარტისგათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა , მიმართულების მიმცემი საკვანძოკითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა .
ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე . პროექტის გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია და გადავიტანე ბლოგზე .
განვიხილეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებლად დასაცავიეთიკური და სამართლებრივი ნორმები , რაშიც დაგვეხმარება გამოყენებული ლიტერატურისშაბლონის შევსება .
ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი . ამიტომ ვისწავლეთკომენტარების დადება ბლოგზე . რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგისსათაურის რედაქტირება , ბლოგის წაშლა - აღდგენა . ყველაფერი წარმატებით ავითვისეთჩვენი ტრენერის წყალობით .
შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში , ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათიგაკეთება . ვისწავლე ბლოგის გაჯეტი - საათის ჩასმა .
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე , რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვსყოველთვის ჩემგან , მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა . გავიაზრეთფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის . მნიშვნელოვანია ,დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი . ავაწყვეთ მოსწავლისათვისმისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint- ში .
მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე . შევისწავლეთ სიის გაჯეტისდამატება და თანმიმდევრობის შეცვლა , ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა . ბლოგშიგვერდების დამატება - შექმნა , დასათაურება და შენახვა . ასევე კორექტირება და წაშლა .
ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო .
უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო გაწეული შრომისათვის და უდიდეს წარმატება ვუსურვო